რამდენიმე წლის წინ ლეგენდარულ ფეხბურთელს, პელეს, ნაწლავებში, ღვიძლსა და ფილტვებში სიმსივნე დაუდგინეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მკურნალობის კურსს იტარებდა, მაგრამ სამწუხაროდ, თერაპია აღარ მოქმედებს. პელე ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში სამგზის მსოფლიო ჩემპიონია. ის ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საუკუნის მოთამაშედ აღიარა და გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც 1279 გოლის ავტორი.
სამწუხაროდ, ასაკს თავისი მიაქვს. რამდენიმე წლის წინ მას მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. შემდეგ სიმსივნე ამოკვეთეს, მაგრამ მეტასტაზები მაინც გავრცელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სპორტსმენი ქიმიოთერაპიის კურსებს გადიოდა. 2022 წლის დასაწყისში ცხადი გახდა, რომ პროცედურები აღარაფერს შველოდა. ძირითადი გართულებები გულზე შეექმნა. რამდენიმე თვის წინ ფეხბურთელი შეშუპებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, პელეს მდგომარეობა უარესდება. ცნობილი გახდა, რომ კიბოთი დაავადებული ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი დანებდა. უკვე დაიღალა ბრძოლით და გადაწყვიტა დამშვიდობებოდა ნათესავებსა და მეგობრებს.
ბიზნესმენ ფრენკ ხალიდის თქმით, პელეს მდგომარეობა კრიტიკულია. „პელე, რომელიც კვლავ საავადმყოფოშია, დაემშვიდობა ოჯახს და მეგობრებს. ფეხბურთის ლეგენდა ნელ-ნელა კარგავს კიბოსთან ბრძოლის უნარს. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება“, – წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში. ექიმები ვერაფერს აკეთებენ. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, ვარსკვლავი პაციენტისთვის მდგომარეობის შემსუბუქებაა სპეციალური ინექციებით. ინტერნეტში უკვე გამონდა 82 წლის სპორტსმენის დაკრძალვის სამზადისის კადრები. ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი სანტოსი, რომელიც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის მშობილიური კლუბია, უკვე მზადაა ცოცხალი ლეგენდის დაკრძალვისთვის. მათ სტადიონის გვერდით დაამონტაჟეს ოქროს კუბო ფეხბურთელის გამოსახულებით, რათა ყველა გულშემატკივარს შეეძლოს პელესთან გამომშვიდობება.