საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვები 27 აპრილიდან მოიხსნება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს, დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით , ქვეყანაში სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე.