Home მსოფლიო მსოფლიო მოსახლეობის რიცხვმა 8 მლრდ-ს გადააჭარბა – გაერო

მსოფლიო მოსახლეობის რიცხვმა 8 მლრდ-ს გადააჭარბა – გაერო

მსოფლიოში მოსახლეობის რიცხვმა 8 მილიარდს გადააჭარბა – ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.

გაეროს შეფასებითვე, მე-20 საუკუნის შუა ხანებისთვის დამახასიათებელი სწრაფი ზრდის შემდეგ, ტემპი უკვე ნელდება. 9-მილიარდიანი ნიშნულის მიღწევას შესაძლოა, 15 წელი დასჭირდეს. გლობალური მოსახლეობის რიცხვი 10 მილიარდს, სავარაუდოდ, 2080 წლამდე არ მიაღწევს.

გაეროს თანახმად, 2023 წელს, მოსახლეობის ოდენობით, ინდოეთი ჩინეთს გაუსწრებს.

ამასთან, 2022-დან 2050 წლამდე 61 ქვეყნის ან ტერიტორიის მოსახლეობა 1 პროცენტით ან მეტით შემცირდება, რაც შობადობის დაბალი ტემპითა და ზოგიერთ შემთხვევაში, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლით აიხსნება.

ცნობისთვის, დედამიწის მოსახლეობის რიცხვი შვიდმილიარდიან ნიშნულს 2011 წელს გადასცა, შესაბამისად, მოსახლეობის ერთი მილიარდით ზრდას 11 წელი დასჭირდა.