Home დღის ამბები ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაცია განვითარებულ ქვეყნებს მშპ-ს 2%-ს, ხოლო განვითარებად ქვეყნებს 15%-ს დააკარგვინებს

მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაცია განვითარებულ ქვეყნებს მშპ-ს 2%-ს, ხოლო განვითარებად ქვეყნებს 15%-ს დააკარგვინებს

მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა შესაძლოა დაკარგოს მშპ-ს 2% მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაციის გამო. ასეთი პროგნოზით გამოვიდა პარასკევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტალინა გეორგიევა ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველი ორგანოების ყოველწლიურ სესიაზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაცია იწვევს სერიოზულ შეშფოთებას.

„არსებობს გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის რისკი, რის შემდეგაც ის გადავა გეოეკონომიკურ ფრაგმენტაციაში ნეგატიური გავლენებით,“ – თქვა მან და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ჭარბობდა აზრი, რომლის თანახმად არ უნდა მოხდეს ეკონომიკური ფრაგმენტაცია, ვინაიდან ამის გამო ყველა უფრო გაღარიბდება.

„ეს იქნება დამანგრეველი არა მხოლოდ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის, არამედ განვითარებადი და განვითარებული ქვეყნებისთვისაც,“ – დასძინა ფონდის ხელმძღვანელმა.

მან ასეთი სცენარის ერთ-ერთ შედეგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ფრაგმენტაცია განვითარებულ ქვეყნებს დააკარგვინებს მშპ-ს 2%-ს, განვითარებად ეკონომიკებს კი 10-15%-ს. მისი თქმით, ეს არ არის სამეცნიერო კვლევა ეს უბრალოდ ერთ-ერთი სცენარია და იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ არსებული ეფექტურობა საჭიროა გვქონდეს ინტეგრირებული ეკონომიკა.