Home დღის ამბები მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,4 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,4 მილიონს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 3 421 834 ადამიანი დაინფიცირდა, 1 092 715 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.

ამ დროისთვის ინფექციას 244 791 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (67 448) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (28 710), მესამეზე კი – დიდი ბრიტანეთი (28 131).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.