ქვეყნების ინოვაციურობის განსაზღვრის არაერთი მეთოდი არსებობს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული გაეროს კვლევითი ორგანიზაციის, WIPO-ს გლობალური ინდექსია, რომელიც სახელმწიფოებს რამდენიმე ძირითადი ინდიკატორის მიხედვით აფასებს.
პირველ რიგში, ექსპერტები ყველაზე დიდ მნიშვნელობას კვლევასა და განვითარებაზე (R&D) გამოყოფილ ხარჯებს ანიჭებენ. ამ მაჩვენებლით ტრადიციულად პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა აღსანიშნავია, რომ 1960-იან წლებში გლობალური R&D ხარჯების 70% აშშ-ზე მოდიოდა, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 30%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალ უკვე კვლევებზე სხვა სახელმწიფოებიც დიდი რაოდენობით თანხებს ხარჯავენ, რის გამოც აშშ დომინანტურობას კარგავს.
გარდა ხარჯებისა, ექსპერტები მოსახლეობის განათლების დონეს, ბაზრის განვითარების მაჩვენებელს, ინფრასტრუქტურისა და სახელმწიფო სისტემების მოქნილობას და კაპიტალის ხელმისაწვდომობასაც ითვალისწინებენ.
საერთო ჯამში, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, გლობალური რეიტინგის სათავეში შვეიცარიაა, რომელიც პირველ ადგილს 12 წელია იკავებს. შვეიცარიის მაღალი სარეიტინგო ქულა მაღალი R&D ხარჯებით, უმაღლესი განათლების დონით, კაპიტალის ბაზრის განვითარებითა და სტარტაპებისათვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ჩარჩოთია განპირობებული.
რეიტინგში მეორე ადგილს აშშ იკავებს, რომელიც მოსახლეობის დიდი რაოდენობის მიუხედავად, მაინც ახერხებს ინოვაციურობის დონით სკანდინავიური ქვეყნების გადასწრებას. საგულისხმოა, რომ აბსოლუტურ რიცხვებში აშშ ყველა პარამეტრით ლიდერია და ინოვაციებისა თუ ორიგინალური იდეების საერთო რაოდენობით მსოფლიოში რეალურად პირველ ადგილს იკავებს, თუმცა მას შვეიცარია მოსახლეობის მცირე რაოდენობის ხარჯზე უსწრებს.
რეიტინგში მესამე ადგილზე შვედეთია, რომელსაც კაპიტალთან ხელმისაწვდომობა, კვალიფიცური მუშახელი და სტარტაპების დიდი რაოდენობა გამოარჩევს.
გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური სახელმწიფოების ათეულს:
1. შვეიცარია
2. აშშ
3. შვედეთი
4. დიდი ბრიტანეთი
5. ნიდერლანდები
6. სამხრეთ კორეა
7. სინგაპური
8. გერმანია
9. ფინეთი
10. დანია