ნიუ ორლეანში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სილამაზის კონკურსი, “მის სამყარო“ გაიმართა, სადაც ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულითვის მთელი მსოფლიოდან 80-ზე მეტი ქალი იბრძოდა.
კონკურსში აშშ-ის წარმომადგენელმა, “მის ამერიკამ”, ბონი გაბრიელმა გაიმარჯვა.გაბრიელი 28 წლის დიზაინერია ჰიუსტონიდამ, ტეხასის შტატიდან. ახალგაზრდა ქალს ფილიპინური ფესვები აქვს და გასულ წელს ის გახდა პირველი ფილიპინური წარმომავლობის ამერიკელი, რომელმაც “მის ამერიკის შეერთებული შტატების” ტიტული მოიპოვა.
ის არის მოდელი და დიზაინერი. დამთავრებული აქვს ჩრდილოეთ ტეხასის უნივერისტეტი, დიზაინის ფაკულტეტი. აქვს საკუთარი ბრენდი – სამოსის ხაზი და არის თავისივე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
გამარჯვებული ამბობს, რომ სურს, შთამაგონებელი იყო ქალებისთვის და აჩვენოს მათ, რომ შეუძლიათ მიზნებისთვის ბრძოლა და “სამყაროს დაპყრობა.“
როდესაც გაბრიელი ტოპ ხუთ გოგონას შორის მოხვდა, ჰკითხეს, თუ რას შეცვლიდა კონკურსში, რაზეც მოდელმა ასე უპასუხა, – “მინდა, რომ საშუალო ასაკის ადამიანებსაც ჰქონდეთ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. 28 წლის ვარ და ეს არის ყველაზე უფროსი ასაკი ამ კონკურსისთვის. ჩემი საყვარელი ციტატაა: “თუ არა ახლა, მაშინ როდის?“ რადგან, როგორც ქალს, მე მჯერა, რომ ასაკი არ განგვსაზღვრავს ჩვენ.”