იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ANSA ავრცელებს.
ლოლობრიჯიდა 1950-1960-იან წლებში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო.
მსახიობი სამჯერ იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, საიდანაც ერთი ჯილდო მოიგო.