„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, თელავის ისტორიული მუზეუმში აქტივობებს აანონსებს და 14:00 საათიდან, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს იწვევს.
როგორც მუზეუმში აცხადებენ, მათი დიდი სურვილია ბევრმა ადამიანმა გამოთქვას სურვილი და ერთად შეუერთდნენ ამ არაჩვეულებრივ აქციას, რათა მათი თქმით, კიდევ ერთხელ ხელი შეეწყოს წიგნის პოპულარიზაციას.
15:00 საათზე – მკითხველებს შეხვდება და ლიტერატურაზე ისაუბრებს ლაშა ბუღაძე ,,ევროპა – საქართველოს ტრადიციული არჩევანი’’ პროექტის ფარგლებში. ფონდი ღია საზოგადოება–საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.
იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!