გარემოს ეროვნული სააგენტო 6-8 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
კახეთში 7 ნოემბრის დილამდე ზოგან, შესაძლოა, იწვიმოს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.