გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, 25-26 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება, ხოლო 27 ნოემბერს, კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
კახეთში 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში 27 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 27 ნოემბერს აცივდება და გაწვიმდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 27 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 ნოემბერს ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი.