Home გაზეთი გაზეთი "შირაქი" მოდებატე, რომელმაც ხმა აზრად აქცია

მოდებატე, რომელმაც ხმა აზრად აქცია

* * *

დებატების ტურნირებს ახალგაზრდებში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი არა მხოლოდ გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს, არამედ პიროვნულ ზრდასაც ემსახურება. დებატები ახალგაზრდებს „აიძულებს“ არგუმენტირებულად იფიქრონ, შეაფასონ სხვადასხვა პოზიცია და ლოგიკურად განიხილონ საკითხები. დებატების ტურნირები ახალგაზრდებში არ არის მხოლოდ ინტელექტუალური თამაში – ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი მომავალი მოქალაქეების ჩამოსაყალიბებლად. ის ავითარებს კრიტიკულ, კომუნიკაციურ და სოციალურად პასუხისმგებლიან პიროვნებებს.

ერთ-ერთი, ვინც საქართველოში დება

ტებს მართავს, „დებატებისა და განათლების

ეროვნული ინსტიტუტია“, რომლის ძირითადი მისიაა, ხელი შეუწყოს, როგორც ახალგაზრდებში, ასევე ზრდასრულებში გამართული და დასაბუთებული მჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას, საგანმანათლებლო/ფორმალური დებატების სწავლების გზით. მათი პროექტი „დებატები

უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორებიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების

მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვ. პროექტს „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ახორციელებს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი და მხარს უჭერს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. მთავარი პარტნიორია ილიას სახელმწიფო

უნივერსიტეტი.

სასიხარულო და აღსანიშნავია, რომ

სულ ახლახანს, აღნიშნული პროექტის,

2025 წლის დებატების ეროვნული ტურ

ნირის საუკეთესო მოდებატე, არბოშიკის

საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

თამარ დათუკიშვილი გახდა.

– თამარ მოგვიყევი, შენს შესახებ…

მე ვარ თამარ დათუკიშვილი – მოსწავლე,

რომელიც მუდმივად ეძებს გზებს, რომ იფიქროს, შეისწავლოს და გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. ყველაზე მეტად მიყვარს დებატები და ნებისმიერი ფორმის კომუნიკაცია, რომელიც ფიქრს „გვაიძულებს“. ასევე მიტაცებს ამოცანების ამოხსნა

– ლოგიკური და ანალიტიკური მუშაობა ჩემთვის ერთგვარი გონების ვარჯიშია. თავისუფალ დროს მიყვარს წერა, კითხვა და ანალიზი- ნებისმიერ თემატიკაზე, ყოველთვის ვცდილობ, ჩავუღრმავდე და გადავამოწმო

ინფორმაცია. მიყვარს ზოგჯერ უბრალოდ ფიქრი – იმაზე, რა გვაკავშირებს ადამიანებს, როგორ მივაღწიოთ უკეთეს შეთანხმებებს და რატომ გვჭირდება ასე ძალიან ჯანსაღი კომუნიკაცია და ურთიერთგაგება.

– როდის გაჩნდა დებატები შენს ცხოვრებაში?

დებატები ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა 2022 წელს – თავდაპირველად სკოლის შიდა წრეში, შემდეგ კი უკვე ორგანიზებულ ტურნირების სახით. თავიდან მეგონა, რომ ეს იქნებოდა უბრალოდ სიტყვიერი შეჯიბრი ან კამათი,

მაგრამ მალევე მივხვდი, რომ დებატები ბევრად უფრო ღრმად ეხება ადამიანს — როგორ ფიქრობ, როგორ უსმენ, როგორ რეაგირებ, როგორ უპირისპირდები ან იცავ პოზიციებს. პროექტის პირველი შეხვედრიდანვე მივხვდი,

რომ ეს იყო ჩემი სივრცე – სივრცე, სადაც შენს აზრს აქვს მნიშვნელობა და მართლა შეუძლია რაღაც შეცვალოს.

– რატომ გადაწყვიტე მასში აქტიურად ჩართულიყავი?

თავიდან ეს იყო ინტერესით დაწყებული ნაბიჯი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ დებატები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. ეს სფერო ავითარებს ისეთ უნარებს,

რომლებიც პირდაპირ აისახება არა მხოლოდ აკადემიურ წარმატებაზე, არამედ რეალურ ცხოვრებაზეც: როგორ ჩამოაყალიბო აზრი ცხადად და ლოგიკურად, როგორ მოიძიო სანდო ინფორმაცია, როგორ მოუსმინო სხვას

გულწრფელად და პატივი სცე განსხვავებულ მოსაზრებას. დღეს დებატებში მიღებული გამოცდილება მაძლევს საშუალებას, უკეთესად ვმართო სტრესული საუბრები, დავიცვა ჩემი პოზიცია ყოველდღიურ ცხოვრებაში და ვიყო

გახსნილი არგუმენტირებული დიალოგისთვის

ნებისმიერ სიტუაციაში – იქნება ეს საკლასო დისკუსია თუ ცხოვრებისეული კამათი.

– რომელია შენთვის დასამახსოვრებელი დებატი?

ყველაზე დასამახსოვრებელი დებატი ჩემთვის იყო დედოფლისწყაროში გამართული საჯარო დებატი Policy Debate (დებატები პოლიტიკური ელემენტებით/სტრატეგიული დებატი) ფორმატში, სადაც საჯაროდ, ხალხის წინაშე მოგვიწია სიტყვით გამოსვლა. თემა ეხებოდა არაფორმალური განათლების განვითარებას. მთავარი აქ იყო ჩემი პირველი რეალური გამოსვლა არა მხოლოდ ჟიურის, არამედ ცოცხალი აუდიტორიის წინაშე. სწორედ მაშინ დიდი მღელვარების მიუხედავად,

პირველად ვიგრძენი, როგორ გადმომედო დარბაზის ენერგია და თითოეულმა არგუმენტმა თავდაჯერებულობა შემმატა. მივხვდი – ამ გამოწვევამ არ შემაშინა, პირიქით,

გამზარდა. ეს დებატი ჩემთვის არა მხოლოდ

კონკურსი, არამედ პიროვნული გამბედაობის

გამოცდა იყო – გამოწვევა, რომელმაც დამა

ნახა, რომ მეტი შემიძლია.

-ახლახანს, შენ 2025 წლის დებატების ეროვნული ტურნირის საუკეთესო მოდებატედ დაგასახელეს. მოგვიყევი ამ ტურნირის შესახებ.

2025 წლის დებატების ეროვნული ტურნირი იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და თემატურად მყარად სტრუქტურირებული ტურნირი, რომელშიც ოდესმე მონაწილეობა მიმიღია. ტურნირის საერთო თემატიკა სო

ფლის მეურნეობას ეხებოდა. ჩვენი გუნდის მიერ დამოუკიდებლად შერჩეული მიმართულება კი გახდა ახალგაზრდების მიგრაცია სოფლიდან – პრობლემა, რომელიც დღესაც მწვავე სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევად რჩება. შესაბამისად, დავის საგანი არ

შემოიფარგლებოდა მხოლოდ პრობლემის დასმით. ჩვენი მიზანი იყო არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე რეალისტური და დეტალური გამოსავლის წარდგენა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფოს,

ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლს. ეს მოითხოვდა არამხოლოდ ფაქტობრივი ბაზის გამყარებას, არამედ დისციპლინირებულ არგუმენტირებას, დროში ჩამტევ სტრატეგიულ გადმოცემასა და მოწინააღმდეგე მხარის

პოზიციების ნეიტრალიზებას. როცა ტურნირის ბოლოს ტოპ სპიკერად დამასახელეს, ეს ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი დაფასება იმ შრომისა და ჩართულობის, რაც თითოეულ დებატში ჩავდე. დებატებში მონაწილეები ინდივიდუალურად ფასდებიან – დეტალურად,

ობიექტურად და ბევრ მნიშვნელოვან ასპექტში, ასე რომ, ეს ტიტული ჩემთვის არ იყო მხოლოდ ჯილდო, არამედ გახდა მოტივაცია – გავაგრძელო განვითარება იმ სფეროში,

რომელიც გულწრფელად მნიშვნელოვანია ჩემთვის.

– როგორია იყო საუკეთესო მოდებატე და

რა სირთულეებთან თუ გამოწვევებთან არის

დაკავშირებული დებატების პროცესი?

ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და

გამოწვევაა. ეს წარმატება მოითხოვს მუდმივ შრომასა და ცოდნის გაღრმავებას, ასევე უნარს, სწრაფად და არგუმენტირებულად გამოვხატო საკუთარი აზრი. დებატების პროცესი არა მხოლოდ ინტელექტუალური,

არამედ ემოციური გამოცდაა – სირთულეებს წარმოადგენს დროის მართვა, ემოციების კონტროლი და ოპონენტების არგუმენტების სწრაფი გაანალიზება. სწორედ ამ გამოწვევების დაძლევა განაპირობებს ჩემს პიროვნულ

და პროფესიულ ზრდას. იყო საუკეთესო მოდებატე, ნიშნავს მუდმივ სწავლასა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც დებატებში, ისე სხვა სფეროებში.

– რა პასუხისმგებლობას გაკისრებს ეს ტიტული შენ?

ეს ტიტული ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გამარჯვება – ეს არის პასუხისმგებლობა და დიდი მოლოდინი. ის მახსენებს, რომ ჩემ სიტყვას და ქმედებას შეუძლია შთააგონოს სხვები და იყოს მაგალითი მათთვის, ვინც ახლა იწყებს დებატების გზას. ამ ტიტულით ვალდებული ვარ, არ შევჩერდე მხოლოდ საკუთარ განვითარებაზე, არამედ დავიცვა და განვავითარო სივრცე, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, თავი გამომევლი

ნა. ვგრძნობ პასუხისმგებლობას ახალგაზრდებისა და დებატების საზოგადოების წინაშე, მათი ამბიციის გაზრდისა და ადგილის შექმნისთვის, სადაც ყველა ხმა პატივისცემით ისმინება. ეს არის ჩემთვის მოტივაცია, მუდ

მივად ვიმუშაო პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე, ვიყო პასუხისმგებელი და აქტიური მოქალაქე.

– არსებობს თუ არა კონკრეტული ადამიანი ან ადამიანები, რომლებმაც შენზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა/მოახდინეს, რათა დებატები შენი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო?

უპირველესად, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დებატების მასწავლებელს, ჯუნა ნატროშვილს, რომელმაც ჩემში პირველმა დაინახა პოტენციალი და მომცა შესაძლებლობა, დებატების პროცესში აქტიურად ჩავრთულიყავი. მისი პროფესიონალიზმი და მენტორობა იყო ჩემთვის საფუძვე

ლი, რომლის გარეშე ჩემი განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნო ტრენერები და ორგანიზატორები, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ დებატები რეგიონებშიც ხელმისაწვდომი და ინკლუზიური გამხდარიყო. მათი დამსახურებაა, რომ დებატების სივრცე, სადაც აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ყველასთვის თანაბარი და ღიად მისაწვდომი გახდა.

ამ ადამიანების გავლენისა და მხარდაჭერის შედეგად, დებატები ჩემთვის არა მხოლოდ ინტელექტუალური გამოწვევა, არამედ პიროვნული ზრდისა და საზოგადოების აქტიური წევრობის მნიშვნელოვანი საშუალება გახდა.

– შენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია

არაფორმალური განათლება მოსწავლისთვის?

არაფორმალური განათლება არის ის

სივრცე, სადაც მოსწავლე სწავლობს ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს – გუნდურ მუშაობას, კონფლიქტის მართვას, ღირებულ კომუნიკაციას, დამოუკიდებელ ანალიზს. სკოლა გაძლევს ფაქტობრივ, საბაზისო ცოდნას, მაგრამ არაფორმალური სივრცე გაძლევს უნარს, ეს ცოდნა გადააქციო რეალურობად, პრაქტიკად, აზრი – მოქმედებად. ის ხელს უწყობს არა მხოლოდ აკადემიურ განვითარებას,

არამედ პიროვნულ და სოციალურ ზრდასაც. მოსწავლე, რომელიც ერთდროულად სწავლობს წიგნიდან და ცხოვრებიდან – ხდება ბევრად მომზადებული იმ რეალობისთვის, რაც მას მომავალში ელოდება.

– აქვს თუ არა ამ მხრივ სამომავლო გეგმები?

დიახ, დებატები ჩემთვის ისეთი გამოცდილებაა, რომელსაც გაგრძელება აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ჩემი ერთ-ერთი

მიზანია, ეს სივრცე არ დავტოვო მხოლოდ მონაწილედ, არამედ ეტაპობრივად აქტიურად ჩავერთო ტრენინგებსა და ახალგაზრდებთან მუშაობაში. მინდა, რაც თავად ვისწავლე – არგუმენტირებული აზროვნება, მოსმენა და

დისკუსიაში პარტნიორისადმი პატივისცემის შენარჩუნება – გადავცე მათ, ვინც ახლა იწყებს ამ გზას. განსაკუთრებით მახარებს ის იდეა, რომ დებატები უფრო ხელმისაწვდომი

გახდეს იქ, სადაც ახალგაზრდებს ჯერ კიდევ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. ვფიქრობ, ეს დასაწყისია – არა რაღაც დასრულებული ეტაპი, არამედ გზა, რომელიც ჯერ კიდევ

შენდება.

– რას ურჩევდი შენს თანატოლებს? როგორ

გამოიყენონ თავისუფალი დრო?

თავისუფალი დრო არის შესაძლებლობა

– ან მისცემ მას აზრს, ან დაკარგავ შანსს. ჩემი რჩევა იქნება – ეცადეთ, იპოვოთ საქმე, რომელიც გიტაცებთ და თან განვითარებთ. არ აქვს მნიშვნელობა დებატები იქნება ეს,

ხელოვნება, მეცნიერული პროექტი თუ მოხალისეობა – მთავარია, ეს დრო გადაქცეული იყოს იმ გამოცდილებად, რომელიც მომავალში თქვენი საყრდენი გახდება. რა თქმა უნდა, აუცილებელია დასვენება, მაგრამ პარალელურად შეგიძლიათ გაზარდოთ საკუთარი თავი ამ დროს – ამ ორის ბალანსს კი მივყავართ უკვე რეალურ შედეგამდე.

* * *

წარმატება მხოლოდ ერთჯერადი გამარჯვება არ არის – ეს არის შრომის, თავდადებისა და შეუპოვრობის ნათელი მაგალითი. თამარის გზა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მტკიცე აზრი და გამართული მეტყველება ის იარაღია,

რომლითაც შეიძლება არა მხოლოდ დებატების

მოგება, არამედ სამყაროს შეცვლაც.

ესაუბრა

ჟუჟუნა ყანჩაშვილი