მკვლელობა მოხდა ლაგოდეხის სოფელ ზემო მსხალგორში. MAK.GE- ის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმისშვილმა ბიძა თავში ნაჯახის ჩარტყმით მოკლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.
არებული ინფორმაციით, კაცი მარტოხელა იყო და ძმისშვილი ხშირად სტუმრობდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.