Home მსოფლიო მიჰყევი ოცნებებს, სამუშაო არის თაყვანისცემა, ისწავლეთ არჩევანის გაკეთება – როგორია ბრედ პიტის...

მიჰყევი ოცნებებს, სამუშაო არის თაყვანისცემა, ისწავლეთ არჩევანის გაკეთება – როგორია ბრედ პიტის წარმატების 10 წესი

ბრედ პიტი კოლეჯში ჟურნალისტიკაზე სწავლობდა და სურდა, მომავალში სარეკლამო ბიზნესს გაყოლოდა. თუმცა იმავე პერიოდში მსახიობობით დაინტერესდა და მაშინვე ლოს ანჯელესში გადავიდა. მან მცირე როლებით დაიწყო და ფონურ მსახიობად მუშაობდა, ვიდრე პირველ წარმატებას ფილმ Thelma & Louis-ში არ მიაღწია. ამან მას უფრო საინტერესო როლებისკენ გაუხსნა გზა, რის შემდეგაც მსახიობს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის „ოსკარი“ მიენიჭა.

ფონურიდან წამყვან მსახიობამდე გზა დაბრკოლებებით იყო სავსე, თუმცა მომზადების, გულუხვობისა და მუშაობის უნარის წყალობით, პიტი დებიუტიდან სამი ათწლეულის შემდეგაც კი ჰოლივუდში პოპულარულ მსახიობად რჩება.

ბრედ პიტის წარმატების ტოპ 10 წესი ასეთია:

10 – მომავლის მიმართ ოპტიმისტურად განეწყვე

საკულტო ფილმ Thelma & Louis-ში, რომლითაც ბრედმა სახელი მოიპოვა და ჰოლივუდური კარიერა დაიწყო, მსახიობი ადვილად არ მოხვედრილა. მას კონკურსში სხვა ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობების დამარცხება მოუწია, როგორიც არის რობერტ დაუნი უმცროსი და ჯორჯ კლუნი. მსახიობმა თავისი როლისთვის მხოლოდ 6000 დოლარი გამოიმუშავა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ როლი მეტ შესაძლებლობებს მოუტანდა.

9 – მიჰყევი ოცნებებს

მსახიობმა მეორეხარისხოვანი როლებით ფურორი მოახდინა და ჰოლივუდის ვარსკვლავობისთვის მუშაობას განაგრძობდა. საბოლოოდ, 1988 წელს პიტმა მიიღო როლი The Dark Side of the Sun-ში, სადაც მან კანის დაავადების მქონე ადრიატიკი განასახიერა. E Online-ის ცნობით, პიტს არც ეს როლი მიუღია იოლად და მის მოსაპოვებლად 400 პერსპექტიული კანდიდატი დაამარცხა, ხელფასის სახით კი 1,523 დოლარი გამოიმუშავა.

8 – ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ფოკუსირება

ბრედ პიტმა რამდენიმე რთული წელი გადაიტანა მას შემდეგ, რაც ოჯახური პრობლემებისა და სამართლებრივი ბრძოლების გამო საჯარო რეპუტაცია შეელახა. თუმცა ფილმების პროდიუსერობის დროს ბრედი საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებოდა და საკუთარ თავზე აკეთებდა აქცენტს. 2019 წელს, ფილმ Once Upon A Time In Hollywood-ში შესრულებული კასკადიორ კლიფ ბუთის როლით, ის ჰოლივუდში ტრიუმფალურად დაბრუნდა. ფილმმა ბრედ პიტს პირველი სამსახიობო ოსკარი მოუტანა.

7 – დაეხმარეთ ადამიანებს მთელს მსოფლიოში

2010-იანი წლების დასაწყისიდან ბრედ პიტმა გულუხვი საქველმოქმედო შემოწირულობები გაიღო და ჯოლი-პიტის ფონდის (Jolie-Pitt Foundation) მეშვეობით ორგანიზაციებს არაერთხელ დაეხმარა. ფონდი მან ყოფილ მეუღლესთან, ანჯელინა ჯოლისთან ერთად შექმნა. მსახიობი სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის შემოწირულობას არც დღეს ერიდება. Elle-მა დაწერა, რომ ფერადკანიან ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ აგორებული საპროტესტო აქციების დროს მან ყოფილ მეუღლესთან, ჯენიფერ ენისტონთან ერთად Color of Change-ს მილიონი დოლარი შეწირა.

6 – ყველაფერი გაიღე სამუშაოსთვის

ბრედ პიტი ყველაფერს აკეთებს, რომ როლი საკუთარ პერსონაჟს მიუსადაგოს. სცენარის დამახსოვრების დროს ის ირჩევს კონკრეტულ ხაზს, რომელიც მის პერსონაჟსთან ყველაზე ახლოსაა და მას ეკრანზე ემოციების გადმოსაცემად იყენებს. ფილმის დასრულების შემდეგ ბრედი თავისი პერსონაჟის მენტალურ ფაილებს შლის და შემდეგ როლზე გადადის.

5 – მიიღეთ კრეატიული გადაწყვეტილებები, როცა ეს საჭიროა

ბრედ პიტი და დევიდ ფინჩერი მრავალ პროექტში თანამშრომლობდნენ. მათი პარტნიორობა 1995 წლის კრიმინალური თრილერით, Se7en-ით დაიწყო, სადაც პიტმა მორგან ფრიმანთან და გვინეტ პელტროუსთან ერთად ითამაშა. Cheat Sheet წერდა, რომ ვიდრე გადაღებების დაწყებაზე დათანხმდებოდა, პიტმა კრეატიული გადაწყვეტილება მიიღო, თუ როგორ უნდა დასრულებულიყო ფილმი და კინოკომპანიამაც მისი მოთხოვნა შეასრულა.

4 – ტრენინგი თითოეული როლისთვის

დევიდ ფინჩერის Fight Club-ში როლისთვის მზადების დროს ბრედ პიტმა თავისი პერსონაჟის ათვისება მთლიანად საკუთარ თავს მიანდო. ტაილერ დარდენის როლისთვის პიტმა გრეპლინგის გაკვეთილები გაიარა და ტაეკვონდოში ვარჯიშობდა. მსახიობმა კოსმეტიკური გაკვეთილებიც გაიარა და წინა კბილები თავისით დაიმზადა, რომ საკუთარ პერსონაჟში სრული ტრანსფორმაცია მოეხდინა.

3 – ისწავლეთ არჩევანის გაკეთება

მაშინ, როცა Se7en ბრედ პიტის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ნამუშევრად რჩება, მსახიობმა Apollo 13-ში მონაწილეობაზე უარი თქვა. ის ისტორიულ დრამაზე უარს ამბობდა და უფრო მძაფრსიუჟეტიან თრილერებს ირჩევდა. მიუხედავად იმისა, რომ Apollo 13-ზე უარის გამო დედამისი იმედგაცრუებული დარჩა, მსახიობი თავის გადაწყვეტილებას დღემდე არ ნანობს და აცხადებს, რომ ორივე ფილმი თავის ჟანრში ერთნაირად წარმატებულია.

2 – სწორი ფიზიკური ტრანსფორმაცია თითოეული როლისთვის

ნებისმიერი როლისთვის სამზადისში ბრედ პიტი პრიორიტეტს ყოველთვის ფიზიკურ გარდაქმნას ანიჭებდა. მსახიობმა, რომლემაც, ერთის მხრივ, უკუღმა დაბერებული ადამიანის როლი შეასრულა და, მეორეს მხრივ, ბერძენი ღმერთკაცი გახდა, თავისი გარეგნობით მაყურებელი არასდროს გაუცრუებია. Esquire წერდა, რომ ტროაში ბრედ პიტმა თავის საუკეთესო ფიზიკურ აღნაგობას სწორედ რამდენიმე სახეობის კუნთოვანი ვარჯიშით მიაღწია.

1 – სამუშაო არის თაყვანისცემა

მიუხედავად იმისა, რომ ბრედ პიტი ოცდაათ წელზე მეტია, ჰოლივუდის ნაწილია, ის მსახიობისა და პროდიუსერის პენსიაზე გასვლას არ აპირებს. ბრედი საინტერესო პროექტებზე მუშაობას განაგრძობს და ყველანაირ, წამყვან თუ მეორეხარისხოვან როლს ირგებს. დაუზარებელი მუშაობის შედეგად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსახიობმა თავისი კარიერის საუკეთესო როლები შეასრულა. ბრედ პიტს სჯერა, რომ პრაქტიკას და სრულყოფას შესაძლოა, დრო დასჭირდეს, მაგრამ ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ შრომისმოყვარეობაა. შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღებითა და როლებზე დათანხმებით მსახიობი საკუთარი თავის გამოწვევას უნიკალური შესაძლებლობებით ცდილობს. მაყურებელმა მსახიობი ბოლოს წლევანდელ მძაფრსიუჟეტიან თრილერ Bullet Train-ში იხილა.