Home დღის ამბები მიხარია, რომ საქართველოში დავიბადე- მეუფე იაკობი

მიხარია, რომ საქართველოში დავიბადე- მეუფე იაკობი

“მიხარია, რომ საქართველოში დავიბადე და ერთ- ერთი თქვეთაგანი ვარ იმიტომ, რომ ჩემმა ერმა, ეკლესიამ და სახელმწიფომ ღმერთს არ უღალატა . ყველაფერი კარგად იქნება და ნუ ვეძებთ სადღაც გამოსავალს სხვა ქვეყნებში , იქ რეები ხდება ვიცით , სანამ არ დალაგდებიან რა უნდა გვასწავლონ მთელ ისტორიას ანგრევენ . “- ამ სიტყვებით დაიწყო ქადაგება მეუფე იაკობმა კორონავირუსის გამო პრენეციული ღონისძიებების ფარგლებში მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ შეზღუდვებზე. პანდემიის გამო მსოფლიოში დაკეტილი ეკლესიები ბოდბელი ეპისკოპოსისთვის მიუღებელია , ამიტომ მეუფე მოსახლეობას მოსალოდნელ განსაცდელზე აფრთხილებს და სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“გაჩერდა მთელი სოფლიო და ჩვენთანაც რა მოხდა. თუ სადმე რეგილიგიური კერა იყო ყველა დაიკეტა , დაიკეტა იმიტომ, რომ მოთხოვეს . საკუთარი ნებით ვინ დაკეტავდა , დაარწმუნეს ის ადამიანები დაეკეტათ. რა მოხდა ჩვენთან საქართველოში? საქართველოში მოხდა ის , რომ პეტრე მოციქულივივით თავის გადასარჩენათ ზოგი ოჯახებში შევიყუჟეთ, ზოგიც სხვაგან და იმ ადამიანებსაც ვერ ვიტანდით ვინც ეკლესიაში დავდიოდით . საოცარი რამ მოხდა. ვინც ახლაც აკრიტიკებს მათ ვინც ეკლესიაში დადიოდნენ , მაშინ სამედიცინო სპექტრი ვერ უშველის მათ. უგუნური არსებებივით იქცევიან. ერმა იწამა ღმერთი და მიენდო . ეკლესიამ ვიტვირთეთ ვინც სახლში დარჩა. ვაი იმ ხალხს, რომლებიც ღმერთმას არ უსმენენ, ეპისკოპოსი იქნება თუ ექიმი. ქართველი ერი გონიერი აღმოჩნდა. ღმერთს დიდება რომ გადაგვარჩინა. უჭკუები ხომ არ ვართ ის დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და ამიტომ გადავრჩით. მადლობა მათ სამედიცინო პერსონალიც ღვთისგან არის, მაგრამ ღმერთმა აგვარიდა. კიდევ მოვა ასეთი დრო , კიდევ გეტყვიან და შეგაშინებენ . თურმე პირბადეები უნდა გავიკეთოთ , ადრე მხოლოდ წვეთოვანი გზით გადადიოდა და ეხლა ჰაერწვეთოვანითაც გადადის იმიტომ, რომ დიდი ბიზნესია პირბადეების მაოფლიოში . ფულმა გაყვნა მსოფლიო. “- განაცხადა მეუფე იაკობმა.