როგორ შეიცვალა მიშა პაპას ცხოვრება 24 საათის მერე…
მიშა პაპას პირად საპენსიო ანგარიშზე თითქმის 5000 ლარი დაურიცხეს მოქალაქეებმა.
მიშა პაპას ოჯახის მდგომარეობას, ადგილზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”კახეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც გაეცნენ და ,,ახალი ლიდერთა ინიციატივის” – NLI და გიორგი ბოტკოველის ინიციატივით, ოჯახი მათთვის საჭირო მედიკამენტებითა და სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყვეს.
,,ოჯახის მდგომარეობას ადგილზე გავეცანით. მათ სამი ობოლი ჰყავთ სახლში. დახმარება მართლა სჭირდებათ და ამ ეტაპზე მათთვის აუცილებელი მედიკამენტები და საკვები პროდუქტი გადავეცით.”-ამბობს გიორგი ბოტკოველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიშა ყარაულაშვილს მერიის მოხალისეთა ჯგუფმა სასურსათო პაკეტი 14 აპრილს გადასცა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით : ყარაულაშვილს უწყების ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურისთვის დაფინანსების თხოვნით არ მიუმართავს.
მიშა პაპას თქმით ის ძალიან ბედნიერია იმიტომ რომ მას საქართველო კი არა ახლა უკვე მსოფლიო იცნობს და ეხმაურებიან ამერიკიდან კიევიდან და სხვა ქვეყნებიდანაც კი …
მიშა პაპა ყველას მადლობას უხდის და ამბობს რომ სიყვარული გადაარჩენს ამ ქვეყანას …
მიშა პაპა მადლობელია თელავის მერის და ამბობს რომ გრძნობს მასზე როგორ ზრუნავენ …
და ბოლოს მიშა პაპა სიყვარულის დღეს გილოცავთ ყველას თავისი ყვავილებით
https://www.facebook.com/kakhetinews/videos/520265458881169/?__xts__[0]=68.ARA2qx0tb9Mu0WpcN1VqtDmOzIUo8ZAqzgJ3FMEMsQvmGcZxJ9w_0wA_4IBsL7eFIeCiAIIaTeJ_0Jjj14UQXuKpf0NecU3Z2MukSXM4ZX2pHtH1Q4xi92fuNPBvif1uAq1SFrU8Cvjk9pMZUfKMMOa3tuvREBigKbnyTPxPdOxZQLgZGWy0lkFxVowjYOAaxN-QHn8NVxIqfvwgMfawxbvHsweTVCcOG7EPRxXGZlkRivJnIPNoabMjONzl3nAbqmHjxsBOlMKniWgzbyTCweYHi5NWDzP9HgTOsuXTgGCVrTw1KQ6lmOZdjKhXNH2E3d1WyH1G8ESpjwoNnhUN3N4i4cy6WlK_EOI&__tn__=-R