თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, ოჯახის ექიმს მიმართონ.
„იმის მიუხედავად, რომ ცენტრის ექიმები თითოეულ ასეთ პაციენტს ემსახურებიან, გვინდა განვმარტოთ, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად დაავადებას ესაჭიროება ამბულატორიული მკურნალობა.
შესაბამისად, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, მიმართონ ოჯახის ექიმს, რათა არ გაურთულდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი“, – აღნიშნულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებაში.