Home დღის ამბები მიზეზი, რის გამოც, ბავშვები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ნანგრევების ქვეშ, ვიდრე უფროსები –...

მიზეზი, რის გამოც, ბავშვები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ნანგრევების ქვეშ, ვიდრე უფროსები – ექსპერტების განმარტება

თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 35 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მაგრამ, პარალელურად, მსოფლიო მედიაში სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება და აჩვენებენ კადრებს, როგორ ამოჰყავთ მაშველებს ახალშობილები ნანგრევებიდან, რომლებიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. გასაოცარია ის ფაქტი, რომ ბავშვები 5-6 დღის განმავლობაში, წყლისა და საკვების გარეშე ნანგრევების ქვეშ მაინც ახერხებენ გადარჩენას. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ტრაგედიიდან მეექვსე დღეს გარდაცვლილი დედის მკლავებში ცოცხალი ბავშვი იპოვეს, მეცხრე დღეს კი 12 წლის ბიჭი გადაარჩინეს.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ასეთ დროს ბავშვები ე.წ. ენერგიის დაზოგვის რეჟიმში გადადიან, ხოლო ზრდასრულები პანიკაში არიან ან დამოუკიდებლად გამოსვლას ცდილობენ.

ერიკ ციპერი, Corps Mondial de Secours-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც, ბავშვები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ნანგრევების ქვეშ, ვიდრე უფროსები, არის ის, რომ პატარებს სიცოცხლის პირველ თვეებში ხშირად სძინავთ და ამას, ფაქტობრივად, “ზამთრის ძილის” ეფექტი აქვს..

“პირველ თვეებში ჩვილებს ჰიბერნაციის უნარი აქვთ, მათი გული ნელა სცემს და მეტაბოლიზმიც ნელდება. ამრიგად, ჩვილები ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ და ძალებს ზოგავენ.” – განმარტავს ექსპერტი.