Home დღის ამბები მთავრობამ ფერმერები 2020 წელს სარწყავი წყლის გადასახადისგან გაათავისუფლა

მთავრობამ ფერმერები 2020 წელს სარწყავი წყლის გადასახადისგან გაათავისუფლა

მთავრობამ ფერმერები სარწყავი წყლის გადასახადისგან 2020 წელს სრულად გაათავისუფლა, – გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააჟღერა.

„საქართველოში დღეს 42 ათასი ფერმერი გვყავს. ყველა მათგანი სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან ანუ სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 2020 წლის განმავლობაში. ასევე, თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოწყობა ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო ფულის სახით დაეხმარება სამუშაოების ღირებულების 50%-ით. ეს იქნება გრანტი“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ფერმერებისთვის შეთავაზებული პროგრამები 20 მაისიდან ამოქმედდება და მათ სწორედ ამ დროიდან შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართონ.