მთავრობამ დახურულ სივრცეში სპექტაკლის/კონცერტის ხანგრძლივობა განსაზღვრა.
ამის შესახებ აღნიშნულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში, რომელიც კულტურული ღონისძიებების ჩატარებას მოიცავს.
კერძოდ, წესების მიხედვით, ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) დახურულ სივრცეში ჩატარების შემთხვევაში, ორგანიზატორს შემდეგი რეკომენდაციების დაცვა მოუწევს:
- სტუმართა ნაკადის მართვა განახორციელეთ იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია;
- შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, მონიშნეთ უსაფრთხო დისტანცია;
- უზრუნველყავით სტუმართა დაშვება დახურულ სივრცეში მხოლოდ ნიღბით;
- ღონისძიების სრული ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დროს;
- ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე;
აკრძალეთ სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.
წყარო : www.bpn.ge