Home რჩევები მეცნიერებმა გაარკვიეს, რამდენი ჭიქა წყალი უნდა დავლიოთ დღეში

მეცნიერებმა გაარკვიეს, რამდენი ჭიქა წყალი უნდა დავლიოთ დღეში

ზუსტად არ არის ცნობილი, საიდან გაჩნდა მითი იმის შესახებ, რომ ადამიანმა დღეში რვა ჭიქა წყალი უნდა დალიოს.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი 5600 ადამიანზე 26 ქვეყნიდან და გაეგო, თუ რამდენი სითხე სჭირდება თითოეულ ადამიანს. კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Science.

მეცნიერებმა მოხალისეებს მისცეს 100 მილილიტრი სასმელი წყალი „ეტიკეტირებული“ არარადიაქტიური ინდიკატორით (DLW). მას ხშირად იყენებენ მეტაბოლიზმის ექსპერიმენტებისთვის, რადგან წყლის ასეთი შემადგენლობა შესაძლებელს ხდის, თვალყური ადევნოთ, რამდენად სწრაფად მოძრაობს ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმში.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წყლის ყოველდღიური მიღება დიდად არის დამოკიდებული ასაკზე, სქესზე, აქტივობის დონესა და კლიმატზე.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ არ არსებობს უნივერსალური რეკომენდაცია და, შესაბამისად, სიტყვები, რომ დღეში ორი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ, ობიექტური მტკიცებულებებით არ არის გამყარებული“, – ნათქვამია კვლევაში.

საუკეთესო წყლის ცვლა დაფიქსირდა 20-30 წლის მამაკაცებში და 20-55 წლის ქალებში, და დაქვეითდა 40 წლის შემდეგ მამაკაცებში და 65 წლის შემდეგ ქალებში.

მაგალითად, 20 წლის მამაკაცს, რომელიც არ ვარჯიშობს, იწონის 70 კგ და ცხოვრობს განვითარებულ ქვეყანაში ზღვის დონეზე, 50% ტენიანობით და ჰაერის საშუალო ტემპერატურით 10 გრადუსი, დღეში დაახლოებით 3,2 ლიტრი წყლის ცვლა ექნება. იმავე უბანში მცხოვრები იმავე ასაკის არასპორტსმენ ქალს დღეში დაახლოებით 2,7 ლიტრი წყლის ცვლა ექნება.

კვლევაში მონაწილე ზოგიერთ ადამიანს ჰქონდა წყლის უკიდურესად მაღალი ცვლა: 13 ქალი – სპორტსმენი, ორსული ქალი ან ცხელი ქვეყნების მცხოვრები – მოიხმარდა 7 ლიტრზე მეტს დღეში. მამრობითი სქესის მონაწილეებს შორის იყო 9 ადამიანი, რომლებიც დღეში 10 ლიტრზე მეტს მოიხმარდნენ.