მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მექანიზმი, რომელიც კიბოს უჯრედების გავრცელებას აჩერებს – ამ მოლეკულური დონის გააქტიურებით, სამხრეთ კორეის მკვლევარებმა შეძლეს კიბოს უჯრედების დაბრუნება ჯანმრთელ სტადიაზე.
- კიბოსთან ბრძოლაში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა მეტასტაზების შეჩერებაა, ან მათი განადგურება რადიაციული ან ქიმიოთერაპიით. მაგრამ, როგორც ჩანს, ახალმა კვლევამ აღმოაჩინა მესამე მიდგომა, რომელიც დაავადებულ პაციენტებს ჯანსაღი უჯრედების აღდგენის საშუალებას აძლევს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც აფერხებდა კიბოსთან დაკავშირებული გარკვეული ცილების დაშლას, რაც მათ სიმსივნის ზრდის საშუალებას აძლევდა.
ფერმენტის ბლოკირებით, ორგანოიდებმა შეწყვიტეს ზრდა და დაუბრუნდნენ ნორმალურ ფუნქციონირებას.
მკვლევარებმა გამოცადეს მკურნალობის ახალი მექანიზმი ლაბორატორიაში გაზრდილ მინი-სიმსივნეებში, ანუ ორგანოიდებში, რომლებიც დამზადებულია მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედებისგან. შედეგად შეჩერდა კიბოს ზრდა და დაუბრუნა უჯრედები ჯანმრთელ მდგომარეობას.
- უფრო მეტიც, ახალმა აღმოჩენებმა შეიძლება მიუთითოს მაღალი რისკის მქონე პაციენტებში სიმსივნის წარმოქმნის თავიდან აცილების გზაზე. კვლევა ასევე უზრუნველყოფს კიბოს ბიოლოგიის უფრო ღრმა გაგებას.
“ამ კვლევამ დეტალურად გამოავლინა, გენეტიკური ქსელის დონეზე, რა ცვლილებები ხდება უჯრედებში კიბოს განვითარების პროცესის უკან, რაც დღემდე საიდუმლოდ ითვლებოდა” – განაცხადა ახალი კვლევის თანაავტორმა, კვანგ-ჰიუნ ჩომ, ბიოლოგიის პროფესორმა კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოწინავე ინსტიტუტში.