25 ივნისიდან, თელავის ისტორიული მუზეუმიც გაიხსნა ვიზიტორებისთვის,შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწნებითა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს. მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლებისთვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად იხსნება. რა სიახლეებითა და შეზღუდვებით გაიხსნა თელავის ისტორიული მუზეუმი ვიზიტორებისთვის, „მთავარი ამბები კახეთთან“ მუზუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი განმარტავს.
,,თელავის ისტორიულმა მუზეუმმა, ფუნქციონირება დაიწყო პანდემიის ფონზეც, რათქმაუნდა რეგულაციების მკაცრი დაცვით. გახსნის წინ აუცილებელი იყო სადეზინფექციო სამუშაოიების ჩატარება. ამიტომ ჩვენ ხელშეკრულება შრომითი უსაფრთხოების სააგენტოსთან დავდეთ, რის შემდეგაც მათ ყველა საჭირო აღჭურვილობის უზრუნველყოფა მოახდინეს.
საქმე იმაშია, რომ რეგულაციებით აკრძალულია მიწისქვეშა ნაგებობების გახსნა და იქ საკონდინციერო სისტემის ჩართვა. თელავის მუზეუმს ასეთი 3 დარბაზინ აქვს, ერთი ეთნოგრაფიული და ორი სამხატვრო გალერიის.
ეს დარბაზები ჰაერს იღებს დარბაზშივე დამონტაჟებული სავენტილაციო სისტემით, რაც გულისხმობს პირდაპირ დარბაზიდანვე ჰაერის მიღებას. ამიტომ აღნიშნული ნაწილის გახსნა ვერ შევძელით.
ავამოქემედეთ მხოლოდ მეფის სასახლე მემორიალი, ესეც იმიტომ, რომ ცალკე მდგომი შენობაა, კარები იხსნება, ნიავდება,ბუნებრივად ხდება ჟანგბადის მიწოდება და ამიტომ არავითარი საშიშროება არ არსებობს. პირველ რიგში ხალხის ჯანმრთელობას ვითვალისწინებთ.
10 კაციან ჯგუფებზე მეტს არ ვიღებთ. თუ ჯგუფი დიდია, შეუძლიათ დაათვალიერონ სასახლის მიმდებარედ არსებული სანახაობაც.“-ამბობს გურამ ურჩუხიშვილი.
თელავის ისტორიულ მუზემში, ბილეთების ფასების ცვლილების შესახებაც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვიზიტორებს ამ მხრივ სიახლე დახვდებათ.
,, რადგან მხოლოდ ერთი განყოფილება მუშაობს, ბილეთის ფასები შევამცირეთ. 5 ლარიდან 2 ლარზე დაიწია მოზარდების ბილეთის ფასმა, მოსწავლე, სტუდენტებსა და პენსიონერებზე კვლავ 1 ლარია ღირებულება და 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა. რაც შეეხება სერვისის სრული მომსახურება ჯგუფზე თუ ღირდა 18 ლარი, დღეს ის 6 ლარამდე შემცირდა.“-აღნიშნავს მუზეუმის დირექტორი.
,,მოგეხსენებათ მხოლოდ მუზეუმის ნაწილი გაიხსნა, დადგენილი რეგულაციების შესაბამისად. ამიტომ ჩვენ ვიზიტორებს ვთავაზობთ როგორც სასახლის შენობის, ისე გარეთ მდებარე ნაგებობებს მონახულებას. ეს არის ორი ტაძარი IX-X საუკუნის დაშემდგომ უკვე ერეკლე მეფის დროს აშენებული ტაძარი. ასევე არჩილ მეორის კოშკი,რომელმაც ეს სასახლე ააგო, მისი საგუშაგო კოშკი, რომელიც ასევე საცხოვრებლად გამოიყენებოდა.შემორჩენილია აბანოს ნაწილიც. რაც შეეხება რეგულაციებს მუზეუმში მაქსიმალურად დაცულია. არის დასტიკერებული ტერიტორიები , რომლითაც ვუზრუნველყოფთ დისტანციას და რათქმაუნდა გვაქვს პირბადეები, ფარები,სადენზინფექციო ხსნარები.“-ამბობს თელავის ისტორიული მუზეუმის გიდი, ნინო ღაღაშვილი.
ნინო ღაღაშვილი საუბრისას შიდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზეც საუბრობს და აღნიშნავს: ,,პანდემიამდე ჩვენს მუზეუმს ბევრი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცა დღეს ვითარება შეიცვალა. ეხლა ძირითადად ოჯახები მოდიან, შვილები მოჰყავთ და ათვალიერებენ მეფის სასახლეს.“