შევეგებოთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით. ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.მღვდელმთავარმა მრევლს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს გახლავთ განსაკუთრებული დღე, რომელსაც ეწოდება ქრისტესშობის წინა კვირა. წმინდა ეკლესია ჩვენ გვამზადებს შობის დღესასწაულისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ასე შევეგებოთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.