გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთმა“ თემაზე – „საქართველოს ადგილობრივი განვითარება ევროპული გზით” ” შეხვედრა გამართა. პროექტის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების საკითხებზე კახეთის რეგიონის საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებაა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – სიმონ ქოჩორაშვილი და ნიკოლოზ გეთიაშვილი, ასევე მერიის და საკრებულოს თანამშრომლები დაესწრნენ.
თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტები – კონსტანტინე კანდელაკი და ლიზი სოფრომაძე, აუდიატორიას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, დეცენტრალიზაციაზე, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის აუცილებლობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრნენ, ასევე გაიმართა დისკუსია.
პროექტი „რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში , GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ხორცილედება.