Home დღის ამბები მდიდარი კატები – როგორ გამოიმუშავეს ოთხფეხა მეგობრებმა მილიონები

მდიდარი კატები – როგორ გამოიმუშავეს ოთხფეხა მეგობრებმა მილიონები

All About Cats-ის ბოლო მოხსენებაში 10 ყველაზე მდიდარი შინაური ცხოველის სიაში სამი კატა მოხვდა.

Billboard-ის რეიტინგი ინსტაგრამის ანალიტიკის საფუძველზე შეიქმნა, სადაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კატებმა მილიონობით დოლარის გამომუშავება შეძლეს.

კატა “ნალა“

მსოფლიოს უმდიდრესი კატა არის “ნალა“, რომლის სახელი უკვე ბრენდად არის ქცეული და კატის საკვების პრემიუმ ხაზი გამოდის. ბრენდის ღირებულება 100 მილიონი დოლარია.

სიასამურისა და ტაბის მიქსი – “ნალა“ შენონ ელისთან და ფუქი მეთაჩიფთან ერთად ცხოვრობს. „ნალას“ მხოლოდ ინსტარამზე 4.4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ოლივია ბენსონი

ტეილორ სვიფტის კატა, ოლივია ბენსონი, 97 მილიონი დოლარის ღირებულებით, მეორე ყველაზე მდიდარი კატაა მსოფლიოში.

ოლივიამ წარმატებას ინსტაგრამს მიღმა მიაღწია.

შოტლანდიურმა ფოლდმა თავისი ქონება მფლობელთან ერთად რამდენიმე მუსიკალურ კლიპში მონაწილეობით მოიპოვა. შექმნა საკუთარი საქონლის ხაზი და მიიღო როლები ბევრ მსხვილბიუჯეტიან რეკლამაში, მათ შორის დიეტ კოკასა და ნედ სნიკერსისთვის.

შუპეტი

შუპეტის მფლობელი გარდაცვლილი დიზაინერი და შანელის მფლობელი, კარლ ლაგერფელდი იყო. ლაგერფელდის წმინდა ქონება 300 მილიონ დოლარს აღწევდა. დიზაინერმა მის კატას მემკვიდრეობით 13 მილიონი დოლარი დაუტოვა.