აერობიკის ვარჯიშებმა შეიძლება შეამციროს მეტასტაზური კიბოს რისკი 72%-ით.
კვლევა გამოქვეყნდა Cancer research-ში. ეს პირველი კვლევაა, რომლის ფარგლებშიც გამოიკვლიეს ვარჯიშის გავლენა შინაგან ორგანოებზე, რომლებშიც მეტასტაზების განვითარების მაღალი ალბათობაა(ფილტვები, ღვიძლი და ლიმფური კვანძები).
კიბოს ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, არსებობს მტკიცებულება, რომ ფიზიკური აქტივობის მაღალი დონე დაკავშირებულია რამდენიმე ტიპის კიბოს განვითარების დაბალ რისკთან. რისკის შემცირების შესაძლო მიზეზები მოიცავს სისხლში ინსულინის დონის მომატების პრევენციას, ანთების შემცირებას, იმუნური სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებას და სიმსუქნის თავიდან აცილებას. ეს ყველაფერი კი კიბოს განვითარების რისკფაქტორებია.
კვლევის ავტორების თქმით, ფიზიკური ვარჯიშის დროს დიდი რაოდენობით გლუკოზის დაწვა ხდება,შედეგად, ორგანიზმში მცირდება მისი რაოდენობა. ხოლო რაც უფრო ნაკლები გლუკოზაა ორგანიზმში, მით ნაკლები ენერგიაა იმისათვის, რომ კიბოს მეტასტაზები წარმოიქმნას.
ამ ტიპის კვლევები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ აუცილებელია ფიზიკური აქტივობის ჩართვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.