„საქართველოს რკინიგზამ“ დღეს დილიდან მატარებლის ბილეთების ონლაინ გაყიდვა განაახლა.
სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან აღდგება, შესაბამისად, მგზავრებს სამგზავრო ბილეთის შეძენა წინასწარ შეეძლებათ.
მატარებლები ხუთი მიმართულებით დაიწყებენ მოძრაობას: თბილისი-ბათუმი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისი.
6 ივნისს ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
წყარო : imedinews.ge