–მატანში სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის იმყოფებოდა გორში ქორწილში. ასევე ახლო კონტაქტებიი ჰქონდა სხვა პირებთანაც. კონტაქტებიდან 10 თვის ბავშვს და ორსულ ქალს დაუდასტურდა კორონავირუსი. მისი ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია და მათ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. კიდევ ვცდილობთ კონტაქტების მოძიებას და სრული სურათი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ დაიწყება სწავლა და რამდენი ხნით გადაიდება ჯერ არ ვიცით,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.