ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ მატანში ცოტა ხნის წინ მოხდა.
სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული ტრამვებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ
მცირეწლოვანი გოგო , თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.
თვითმხილველების თქმით, “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზაჯვარედინზე გადმოდიოდა, რა დროსაც სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. ავტომობილში მყოფი 20-წლამდე ახალგაზრდა კაცი კი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.