გაზაფხულზე, ვნების კვირაში, ფოთლის გამოსვლამდე მოწითალო ყვავილებით იფარება.
ლეგენდის თანახმად, არღავანის ხის ძირას, იუდა ისკარიოტელმა გასცა ქრისტე, ფარისევლებს მისი ადგილსამყოფელი მიასწავლა, გასამრჯელოდ კი 30 ვერცხლი მიიღო. ეს ამბავი კი არღავანის ხემ რომ მოისმინა სირცხვილისგან ,,გაწითლდა,, (წითელი ყვავილებით შეიმოსა)
როცა იუდა თავის დანაშაულს მიხვდა, თავი არღავანის ხეზე ჩამოიხრჩო. ის 30 ვერცხლი კი ქისით ძირს ჩამოეყარა! ამის შემდეგ არღავანის ხეს იუდას ხე შეარქვეს და დღესაც ამ სახელით იხსენიებენ.