Home მსოფლიო მასკი: Tesla-ს კაპიტალიზაციამ შესაძლოა, Apple და Saudi Aramco-ს კაპიტალიზაციას ერთად აღებულს აჯობოს

მასკი: Tesla-ს კაპიტალიზაციამ შესაძლოა, Apple და Saudi Aramco-ს კაპიტალიზაციას ერთად აღებულს აჯობოს

ამერიკელი ბიზნესმენის, კომპანიების – Space X და Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის აზრით, მისი კომპანიის Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ, შესაძლოა, ამერიკული Apple-სა და არაბული სახელმწიფო სანავთობო კომპანია Saudi Aramco-ს კაპიტალიზაციას ერთად აღებულს აჯობოს. ამის შესახებ მან Tesla-ს მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გადავაჭარბოთ Apple-ის საბაზრო ღირებულებას. სინამდვილეში კი ხვედავ პოტენციალს, რომ Tesla-ს კაპიტალიზაცია იმაზე მეტი გახდეს, ვიდრე Apple და Saudi Aramco-ს ერთად აღებულის. ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება სწრაფად და ეს იქნება ადვილი“, – განაცხადა მასკმა, რომლის გამოსვლასაც ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.

სააგენტო “ბლუმბერგი” წერს, რომ 19 ოქტომბრის მონაცემებით, Tesla-ს კაპიტალიზაცია შეფასებულია 695,7 მლრდ დოლარად, მაშინ როცა Apple-ის კაპიტალიზაცია 2,3 ტრილიონი დოლარია, ხოლო Saudi Aramco-სი 2,09 ტრილიონი დოლარი.