მას შემდეგ, რაც ილონ მასკის მიერ სოციალური ქსელის Twitter-ის ყიდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ღირებულებამ უკვე პარასკევს 10%-ით მოიმატა.
დღეის მდგომარეობით კი ფასის მატებამ ბოლო 5 დღეში 59% შეადგინა, ბოლო 1 თვის განმავლობაში კი 82%-იანი ზრდაა დაფიქსირებული.
როგორც ცნობილია, მილიარდერი ადრეც ცდილობდა ამ კრიპტოვალუტის „გაქაჩვას“ და როგორც ჩანს, ინვესტორები მასში ახლა უფრო მეტ პერსპექტივას ხედავენ. მათი აზრით, Dogecoin-ის „გაქაჩვის“ ერთ-ერთი მეთოდი შესაძლოა, გახდეს Twitter-ის მომსახურების სერვისებში ამ კრიპტოვალუტით ანაზღაურების დაშვება.
მასკის კომპანიებმა Dogecoin-ის მიღება მიმდინარე წლიდან დაიწყეს, მათ შორის იანვრიდან Tesla-მ, ხოლო SpaceX-მა ივნისიდან.