Home დღის ამბები მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოს აფასებს

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოს აფასებს

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოს აფასებს.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტმა დღევანდელი ვეტოთი დაადასტურა, რომ “რუსული კანონის” წინააღმდეგ შენიშვნები და არგუმენტები არ არსებობს.

“დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები. (ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ)

რაც შეეხება ჩვენს კონსტუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა!

“ნაცების”, მდიდარი ენჯეოების და მათი დავალების მიმცემების ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ – “არა რუსულ კანონს” ჩავარდა”, – წერს მდინარაძე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა “რუსულ კანონს” ვეტო დაადო.