Home მსოფლიო მაიკლ ჯორდანის მაისური Sotheby’s აუქციონზე გაიყიდება – საწყისი ფასი $3-$5 მლნ იქნება

მაიკლ ჯორდანის მაისური Sotheby’s აუქციონზე გაიყიდება – საწყისი ფასი $3-$5 მლნ იქნება

Sotheby’s აუქციონზე სულ მალე კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უძვირფასესი მაისური გაიყიდება.

საუბარია 1998 წლის NBA-ის ფინალების პირველ თამაშში ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის მაისურზე, რომლის პოპულარობაც მას შემდეგ გაიზარდა, რაც ეკრანებზე “ჩიკაგო ბულზის” დოკუმენტური სერიალი The Last Dance გამოვიდა.

აუქციონი 6-დან 14 სექტემბრამდე „სოტბის“ ვებგვერდზე ონლაინ გაიმართება და მაისურის საწყისი ფასი 3-დან 5 მილიონ დოლარამდე იქნება.