ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემების თანახმად, ფიჭური ტელეფონები,
სიგნალების გადასაცემად, ნამდვილად ასხივებენ რადიოსიხშირულ გამოსხივებას.
ტელეფონების რადიოსიხშირული გამოსხივება გამოსხივების სხვა სახეებისგან განსხვავდება. კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო სააგანეტომ აღნიშნულ გამოსხივებას მიანიჭა „ადამიანისათვის შესაძლო კანცეროგენის“კალსიფიკაცია.
თუმცა FDA -ს განცხადებით, 30-წლიანი სამეცნიერო მონაცემებით, ფიჭური ტელეფონების რადიოსიხშირული ენერგია არ უკავშირდება ჯანმრთელობის ისეთ პრობლემას, როგორიცაა კიბო. სხვა სიტყვებით, დღეს არსებული მონაცემებით, მობილური მოწყობილობები არ ასხივებენ ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ სიხშირეს.
თუმცა ტელეფონის ეკრანის სინათლის მავნე ზემოქმედება მეცნიერულად დასაბუთებულია. ჩვენს ორგანიზმში მუშაობს ცირკადული რითმები – ზუსტად აწყობილი 24-საათიანი ციკლები, რომლებიც სხეულს ეხმარება ძირითადი ფუნქციის შესრულების დროის განსაზღვრაში, როგორიცაა: საკვების მიღება, დაძინება, გაღვიძება. კაცობრიობის ისტორიაში უმეტეს შემთხვევაში ეს რითმები მჭირდოდ უკავშირდება მზის ამოსვლასა და ჩასვლას. ხელოვნური განათებისა და ელექტრონიკის გამოჩენასთან ერთად, ადამიანის ცირკადული რითმები დაზარალდა. გაჯეტების ეკრანებიდან წამოსული ლურჯი სინათლე, ჩვენს ორგანიზმს ძილისთვის მომზადებაში უშლის ხელს, რადგანაც ის ბლოკავს ძილის ჰორმონს მელატონინს, რაც ხელს უშლის ჩაძინების პროცესს.
ცირკადული რითმების ქრონიკული დარღვევა ასევე იწვევს ჯანმრთელობისთვის ბევრ სხვა უარყოფით შედეგს. მათ შორის: ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ფსიქიკურ მოშლილობას – დეპრესიას.
დღეისათვის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ტელეფონის გამოსხივებამ შეიძლება დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა. თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესია ტელეფონი მოვათავსოთ საწოლთან ახლოს იატაკზე.
ძილის წინ უნდა შევზღუდოთ ტელეფონით სარგებლობა, რადგანაც ეკრანიდან წამოსული ლურჯი სინათლე ამცირებს ძილის ჰორმონის მელატონინის გამომუშავებას და ართულებს ჩაძინების პროცესს. თანამედროვე გაჯეტების, ნოუთბუქების უმრავლესობას აქვს ღამის სინათლის ფუნქცია, როდესაც ლურჯი სხივი უფრო თბილ, ყვითელ სინათლედ გარდაიქმნება.