„ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების განაკვეთზე ზედა ზღვარი დაწესდა. კერძოდ, უკვე მიმდინარე თვიდან, „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების განაკვეთის ზედა ზღვარი 25.8% იქნება.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ შეეხება წარსულში, ანუ 1-ელ იანვრამდე გაცემულ სესხებს.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, გასულ წელს აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა პარლამენტში. ამ კუთხით სამთავრობო კომისიაც მუშაობდა და სწორედ მათი გადაწყვეტილებით, დადგინდა საპენსიო სესხის პროცენტზე 25.8%-იანი ზედა ზღვარი.
ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, პროცესში ჩაერთვება სახელმწიფოც.
კერძოდ, ყოველწლიურად გამოიყოფა 15 მლნ ლარი, რომლის ნაწილიც მოხმარდება საკომისიოების განულებას, ნაწილი კი, მაღალმთიან რეგიონებში პენსიის დარიგების ლოგისტიკური ხარჯების დაფარვას მოხმარდება.