თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა.
სოფელი ლეჩური თელავის მუნიციპალიტეტის ბოლო სოფელია, რომელიც ადმინისტრაციული ცენტრიდან მოშორებით, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ლეჩურის მკვიდრი ბალიაშვილების ოჯახში გაზქურა აანთეს.
სოფელ ლეჩურში გაზიფიცირების სამუშაოები თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 335 462 ლარით დაფინანსდა.