პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი თელავში გაიხსნა. პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯარიძემ ოფისის ხელმძღვანელად ექიმი- ნერვოლოგი, ვასილ კობიაშვილი წარადგინა.
“ლელოს” დამფუძნებლებმა კახეთის პოტენზიალზე ისაუბრეს და თელავის , როგორც მსოფლიო ღვინის დედაქალაქის სტატუსი მინიჭების აუცილებლბაზე გაამახვილეს ყურადღება. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კახეთის რეგიონში ოთხივე სეზონი აქტიური უნდა იყოს და ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.
“ღვინის მიმართულებით კახეთი ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს. ღვინის ფასი და ტურიზმი უნდა გაიზარდოს. საერთაშორის დონის სამევენახეო ცენტრი უნდა გახდეს და ჩატარდეს ფესტივალები. ერთ – ერთი პირველი ამოცანაა კახეთი გავხადოთ მსოფლიო ღვინის დედაქალაქი.
ჩვენ პოზიციონირება უნდა გავაკეთოთ კახეთზე . ღვინო არ უნდა იყოს მხოლოდ დამატებითი სანახაობა. ღვინის დედაქალაქი უნდა იყოს და ეს არის ჩვენი ამოცანა. აუცილებელია გავზარდით ტურისტების რაოდენობა.ბიო წარმოება არის ის ახალი მიმართულება, რომლითაც მსოფლიო ბაზარი იზრდება. რამდენიმემ ასეული მილიონი დოლარით გავზარდოთ კახეთში შემოსავალი. “- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.