Home დღის ამბები ლევან დავითაშვილი კახეთში იმყოფება

ლევან დავითაშვილი კახეთში იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში იმყოფებ’⁷ა. დავითაშვილი კახეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჩუმლაყში სოსო გიოშვილის სამაცივრე მეურნეობას ესტუმრა და ატმის დახარისხების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ამის შემდეგ მინისტრი და კხეთის გუბერნატორი ერთ- ერთი ადგილობრივის ნაკვეთში მივიდნენ და ატმის კრეფაში მინაწილეობა თავადაც მიიღეს. დავითაშვილის განცხადებით, წელს ატმის რთველი წარმატებულად მიმდინარეობს.

“ჩვენ ვნახეთ სამაცივრე მეურნეობები, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი რგოლი იმისთვის, რომ ფერმერმა სტაბილურად და ასევე მაღალ ფასში მოახდინოს თავისი პროდუქციის რეალიზება. ვნახეთ კრეფის პროცესი, რომელიც ძალიან ინტენსიურად მიდის.

1 კგ ატმის ღირებულება საშუალოდ 2 ლარია.

ძალიან ბევრი ადამიანია კახეთში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული და დასაქმებული . ვფიქრობ, რომ ერთ- ერთი წარმატებული სეზონი, რომელიც ბოლო წლებში ჩვენ გვახსოვს ატამთან დაკავშირებით არის – 2020 წელი. მიუხედავად იმ გამოწვევებისა , რომელიც გლობალურად შეიქმნა, მათ შორის სამეზობლო ქვეყნებში ატმის რეალიზაციის პროცესს არ ჰქონია შეფერხება არც ერთ წუთი, ასევე ფასებია მაღალი .”- განაცხადა მინისტრმა.

“დაახლოებით 20 სამაცივრე მეურნეობა ფერმერებისგან აქტიურად იღებს პროდუქტს. ფასი მაღალი რომ არის და ამით მოსახლეობა კმაყოფილია , თავადაც დარწმუნდით. ყოველდღიურად 1500-მდე ადამიანი არის ჩართული მოსავლის დაბინავებაში როგორც ადგილობრივები , ასევე დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული მოსახლეობა. ატმის რთველი კარგად მიმდინარეობს და ექსპროტიც შეუფერხებლად ხორციელდება”-,განაცხადა კახეთის გიბერნატორმა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამაცივრე მეურნეობა რაოდენობა ორჯერ არის გაზრდილი და მათი რიცხვი ახლა 20-ს შეადგენს. ყველა მათგანი სეზონზე უწყვეტი რეჟიმით აგრძელებენ მუშაობას.