ქართველი ერი და ქრისტიანები ძირითადად მსხვერპლშეწირვის დროს ყოველთვის იყენებდნენ ცხვარს, ძროხას და ფრინველს. მადლიერების ამ ფორმიტ გამოხატვისას არასდროს გამოუყენებიათ ღორი (ტახი). ნეკრესის ტაძარში ეს რიტუალი კი დღემდე არსებობს. ამ ფაქტს საფუძვლად უდევს ერთ-ერთი ხალხური თქმულება:
მაჰმადიანი თათრების შემოსევის დროს შემკრთალი მშვიდობიანი მოსახლება გაიხიზნა მთაში და იქედან ებრძოდა სასტიკ დამპყრობლებს. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნეკრესის მონასტერს აფარებდა თავს. დამპყრობლებმა ნეკრესს ალყა შემოარტყა. საშველი რომ არსაიდან იყო ქართველებდა საინტერესო ხელხს მიმართეს. მოსახლეობას მონასტერში თავიანთი სარჩო საბადელიც ჰქონდათ გახიზნული, მათ შორის ღორებიც. დამწყვდეული ღორები აშიმშილეს და თავდამსხმელებს ერთბაშად შეუსიეს. თათრებს ისევე როგორც ნებისმიერ მუსულმანს ღორი დასანახადაც კი ეზიზღებოდათ და ამის შემხედვარე მტერმა ნეკრესს ალყა მოხსნა და უკანმოუხედავად მოჰკურცხლა ნეკრესის მიდამოებიდან. მას შემდეგ ნეკრესში,”ღორის შეწირვა” ჩვეულებად იქცა და დღემდე ასე გრძელდება.