Home დღის ამბები ლაგოდეხში საკარანტინო ზონა მოეწყო

ლაგოდეხში საკარანტინო ზონა მოეწყო

კახეთში 4 საავადმყოფოს ამზადებენ, სადაც არსებობის შემთვევაში მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ და უმკურნალებენ. მათ შორისაა ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაც“.

კლინიკას ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კორპუსი გააჩნია. კლინიკის ხელმძღვანელი ნუკრი ყარალაშვილი ამბობს, რომ ერთი კორპუსი მთალიანად საკარანტონო სივრცისთვის მოეწყო, პარალალურად მზად არიან ინფიცირებულ პაციენტებსაც უმკურნალონ.

სულ 40 ადგილია გამოყოფილი და ყველა პალატა ბოქსირებულია. კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე კოვიდ -19-ით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

https://www.facebook.com/kakhetinews/videos/3862049200479606/