დღეს, ლაგოდეხის ცენტრალურ სკვერში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
სამზადისი, დილიდან მიმდინარეობს. მონტაჟდება საკონცერტო სცენა, ეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები და პავილიონები. მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
18:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართება კონცერტი – ანსამბლი „გორდელა“ და ჯგუფი „არა“-ს მონაწილეობით.
ახალი წლის დღეების აღნიშვნა ლაგოდეხში, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში.