Home დღის ამბები ლაგოდეხში, მოსახლეობამ სასმელი წყლის სახითხზე საპროტესტო აქცია გამართა

ლაგოდეხში, მოსახლეობამ სასმელი წყლის სახითხზე საპროტესტო აქცია გამართა

ლაგოდეხში, მოსახლეობამ სასმელი წყლის სახითხზე საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, სასმელი წყლის რეაბილიტაციაზე 14 მილიონი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. მათივე თქმით, წყალი დაბინძურებული მოდის და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ქალაქის ცენტრში შეკრებილები უკმაყოფილებას გამოთქვამენ წყლის ტარიფზეც, ამიტომ ისინი წყლის მრიცხველების დემონტაჟს, დაკისრებული გადასახადის ჩამოწერას და წყალზე გადასახადის გახდას სულადობის მიხედვით ითხოვენ.

ლაგოდეხელების მიერ გამართულ აქციას და პრეტენზიებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. გრიგოლ მანდარიას განმარტებით, მოსახლეობის განცხადებები, რომ მათ საამელი წყლი დაბინძურებული მიეწოდებათ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ წყლის ხარისხზე სინჯები აიღეს, შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ წყალი სასმელად ვარგისია.

“წყალი მინდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმაც შეამოწმეს და ის სასმელად ვარგისია. რაც შეეხება მრიცხველების დემონტაჟს , ვერ მიხდება, ხოლო ძველ დავალიანებასთან დაკავშირებით კომპანია მოსახლეობას ვალის 3 თვიდან 3 წლამდე გადანაწილება შევთავაზეთ და მათ ამ გრაფიკით გადახდის შესაძლებლო აქვთ”,- განმარტა გრიგოლ მანდარიამ.
დაწერეთ შეტყობინება…