ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 14 და 20 ნოემბერს, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ საქველმოქმედო აქციას გამართავს. პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდება თვალის გამოკვლევა და გაეწევათ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია.
14 ნოემბერი, 14:00 საათიდან, სოფელი აფენი, ამბულატორიის შენობა.
20 ნოემბერი, 10:00 საათიდან, ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის ქუჩა №25 (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია).