Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხში დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ლაგოდეხში დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლის გაერთიანების ორგანიზებით, დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, მუსიკალური სკოლის პედაგოგების მონაწილეობით კონცერტი და სამხატვრო სკოლის აღსაზდელების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

“ყველა მანდილოსანს ვულოცავ გაზაფხულის დღესასწაულებს. ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება, ათწლეულებია ემსახურება მუსიკალური მონაცემების მქონე ბავშვების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. სკოლის პედაგოგების გამოსვლები, ყოველთვის მსმენელთა დიდ ინტერესსა და აღფრთოვანებას იმსახურებს. დღევანდელი საღამოც სასიამოვნო და თბილი გამოვიდა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას და განსაკუთრებულ პატივისცემას თქვენს მიმართ. გილოცავთ ქალთა დღეს და თქვენთან ერთად ვულოცავ ყველა ქალბატონს!“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.