გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლაგოდეხში, დარჩენილ რამდენიმე ქუჩაზე მოსახლეობასთან შეთანხმების შემდეგ, გამრიცხველიანების პროცესი განაახლა, იმისათვის რომ ქალაქი სრულად 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იყოს უზრუნველყოფილი
მრიცხველის კვანძის გადალუქვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია
,,ადგილოვბრივი მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც გამოთქვამდა უკმაყოფილებას გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით ავუხსენით პირობები და ის, რომ მრიცხველების არარსებობის შემთხვევაში, მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის, რაც მთელ ქალაქს შეუქმნის 24 საათიანი წყლის მიწოდების პრობლემას. ისინი არ არიან გამრიცხველიანების წინააღმდეგი და ამ პირობებში გააგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას. უნდა ითქვას, რომ გამრიცხველიანება ეს არის აუცილებელი პირობა, რომ მოხდეს სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება და ლაგოდეხის უწყვეტი წყალმომარაგება. ქალაქში, გადალუქვის სამუშაოები თითქმის დასრულებულია, რაც მოგვცემს საშუალებას, ლაგოდეხი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავიყვანოთ“-განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის დირეტქორმა, გიგა მანდარიამ