ქ. ლაგოდეხში ასათიანის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან კახა ჯამბურიასთან ერთად, ქ. ლაგოდეხში, ასათიანის ქუჩის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში 240 გრძ. მეტრი სანიაღვრე არხი, ლითონის ცხაური მოეწყობა და 951 გრძ. მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება.
პროექტი რეგიონური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 200 444 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს თვეში დასრულდება.