თელავის შემდეგ სადენზიფექციო ხსნარით მუშავდება ლაგოდეხის ცენტრალური ქუჩები. შესაბამისი სამუშაოები კომენდანტის საათის დაწყებისთანავე დაიწყო, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდება. პროცესში ჩართულია როგორ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ასევე საგანგებო იტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და სახანძრო სამაშველო ტექნიკა.
” ამ სამუშაოების მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და ჩვენი მოქალაქეთა უსაფრთხოებაა. დღეს რამდენიმე ცენტრალური ქუჩა სპეციალური ხსნარით მოირეცხება და დამუშავდება. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას დარჩეს სახლში და დაიცვას საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული რეგულაციები. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები , რათა მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ კორონავიურისის გავრცელება,”- ამბობს ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე თავად გაეცნო.