Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ თამარიანში მიმდინარე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე  გაეცნო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ თამარიანში მიმდინარე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე  გაეცნო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი,პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ თამარიანში, მიმდინარე შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სოფელ თამარიანში, საბავშვო ბაღის შენობამდე მისასვლელი 270 გრძ.მეტრი გზის რეაბილიტაცია, მოსახლეობის გადაადგილების, წლობით არსებულ პრობლემას გადაჭრის. ახალი გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და მოეწყობა გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები. სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 63 082 ლარს შეადგენს.